საქართველოში ამინდი გაუარესდება
4 მაისის საღამოდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა და ქარი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უხვმა ნალექმა შესაძლოა, წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
4 მაისს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია ,წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.