20 წლის ფეხბურთელის საქმე - კლინიკის უფროს ექთანს 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

25.01.23 18:33
20 წლის ფეხბურთელის საქმე - კლინიკის უფროს ექთანს 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

20 წლის ფეხბურთელის კორონავირუსით გარდაცვალების საქმე - რესპუბლ;იკური საავადმყოფოს უფროს ექთანს თეა ბეგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

"ბატონო მოსამართლე, არანაირ გადაცდომას ადგილი ჰქონია. ხელის მოწერა, რომელიც ფიქსირდება დანიშნულების ფურცელზე, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე დასტურია იმისა, რომ პაციენტის დანიშნულებაზე მოცემული მედიკამენტები ჩემს მიერ იყო დატოვებული პაციენტთან,"-თქვა თეა ბეგიაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.

ექთანს საგამოძიებო უწყება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გამოყენებას ედავება.

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვახტანგ ჩარკვიანი კლინიკაში ნარკოტიკული პრეპარატების ზედოზირებით გარდაიცვალა

ოჯახი ამტკიცებს, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია გაყალბებულია და მედიკოსების მხრიდან ნარკოტიკებით ვაჭრობასთან გვაქვს საქმე.