ხელოვნებათმცოდნეები თბილისის მერიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამახინჯებაში ადანაშაულებენ

04.05.21 17:35
ხელოვნებათმცოდნეები თბილისის მერიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამახინჯებაში ადანაშაულებენ

ხელოვნებათმცოდნეები თბილისის მერიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამახინჯებაში ადანაშაულებენ. ისინი ორ კონკრეტულ  ძეგლზე საუბრობენ; ერთი, დადიანის ქუაჩაზე მდებარე ბაგა-ბაღის შენობაა, ხოლო მეორე ჯავახიშვილის 6 ნომერში მდებარე მე-19 საუკუნეში აშენებული საცხოვრებელი სახლია. ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებმა პირვანდელი სახე დაკარგეს. 

საკმაოდ საინტერესო თბილისური შენობაა, აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ჩაიტარდა ვითომ რესტავრაცია და პრაქტიკულად, სხვა შენობა მივიღეთ. სხვა რამე იყო, სხვა დადგა. რესტავრაციის არსი კი ის არის, რომ რაც არის, იმავე მეთოდოლოგიით, იმავე ტექნოლოგიით და მასალით უნდა მოხდეს მისი აღდგენა. დაკარგა ის ძირითადი მახასიათებლები, რისთვისაც მას ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძალიან ხშირია უკვე გამგეობების მხრიდან ობიექტების გამაგრება და ამ გამაგრების პროცესში შენობას აუპატიურებენ, - აცხადებს ხელოვნებათმცოდნე. 

თბილისი მერიამ დადიანის ქუჩაზე მდებარე ბაღა-ბაღთან დაკავშირებით განმარტებები განცხადების სახით გააკეთა. განცხადების თანახმად, ბაგა-ბაღი სავალალო მდგომარეობაში იყო, აქედან გამომდინარე, 2019 წელს დამტკიცა პროექტი, როელიც თბილისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ დააფინანსა.