ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულ პირს წამების ფაქტის დამალვას ურჩევდნენ - შსს სკანდალში ეხვევა

04.05.21 19:59
ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულ პირს წამების ფაქტის დამალვას ურჩევდნენ - შსს სკანდალში ეხვევა

შს სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა - ირკვევა, რომ ოკუპანტყების ტყვეობაში ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს გათავისუფლების შემდეგ პოლიცია სთხოვდა, ოკუპანტების მხრიდან ძალადობა დაემალათ.

დამალული სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, რაც ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი რამაზ ბეღელური ალაპარაკდა.

ის ცხინვალის ციხიდან თებერვალში გაათავისუფლეს და დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

დღეს დილით ბეღელური საოკუპაციო ხაზთან მდებარე მშობლიური სოფლიდან თბილისში ინგოროყვას სამედიცინო ცენტრრში გადმოიყვანეს.  ირკვევა, რომ ქართველ ტყვეს ოკუპანტები გასაღებების მძიმე ასხმით დაზიანებებს თავს არეში აყენებდნენ. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა, აცხადებს, რომ ბეღელურმა მას თავად გაუმხილა, როგორ ცდილობდა ქართული პოლიცია, დაეყოლებინა ბეღელური, ცხინვალის ციხეში წამების ფაქტი დაემალა.

პოლიციიდან დაკითხვიდან გამოსულ ბეღელურს ინტერვიუ ჰქონდა, სადაც მან უარჰყო, რომ სცემდნენ ცხინვალში. როცა მას მიზეზი ვკითხე, მან თქვა, რომ პოლიციაში დაკითხვაზე დაარწმუნეს, რომ ცემის ფაქტზე არ უნდა მესაუბრა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან რუსები ფაქტის გამჟღავნებისას გაღიზიანდებოდნენ. შემდგომში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. დედა მზადაა, რუსეთს ვუჩივლოთ სტრასბურგის სასამართლოში - აცხადებს დავით ქაცარავა.

უცნობია, როგორია ამ ეტაპზე რამაზ ბეღელურის მდგომარეობა. ტვ პირველის ინფორმაციით, მან საავადმყოში შესვლამდე გონება რამდენჯერმე დაკარგა. ბეღელურის დედა კი აცხადებს, რომ მის შვილს ცხინვალის იზოლიატორიდან გამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა. 

 დაბრუნებისას შევამჩნიე, რომ ის ფსიქოლოგიურად კარგად ვერ იყო. ნაცემია, ერთხელ მითხრა, გასაღებით თავი გამიტეხესო და სისხლი მომდიოდაო - აცხადებს რამაზ ბეღელურის დედა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები