თავდასხმა ივერი მელაშვილზე - შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

04.05.21 20:17
თავდასხმა ივერი მელაშვილზე -  შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

დავით გარეჯში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს  დავით გარეჯში იმ დროს დაესხნენ, როცა ისინი რეპორტაჟს ამზადებდნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომელიც მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და მონას ეძახდნენ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.