ახალციხეში 89 წლის ქალი საკუთარმა შვილმა სასტიკად სცემა - მამაკაცი დაკავებულია

05.05.21 10:00
ახალციხეში 89 წლის ქალი საკუთარმა შვილმა სასტიკად სცემა - მამაკაცი  დაკავებულია

ახალციხეში 89 წლის მოხუც დედას საკუთარი შვილი სასტიკად გაუსწორდა - ქალს თავის არესა და სხეულის სხვადასხვა ადგილას დაზიანებები აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, მოხუცს ოჯახის წევრები ხშირად უსწორდებოდნენ და სახლიდან წასვლას აიძულებდნენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ძალადობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია. 

მსგავსი სიახლეები