საოკუპაციო რეჟიმის ძალადობის მორიგი მსხვერპლი - რამაზ ბეღელურის მდგომარეობა დამძიმდა

05.05.21 11:30
საოკუპაციო რეჟიმის ძალადობის  მორიგი მსხვერპლი - რამაზ ბეღელურის  მდგომარეობა დამძიმდა

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას გამოკვლევები ინგოროყვას კლინიკაში უატარდება. მისი თქმით, დაკავების დროს ოკუპანტები მასზე სასტიკად  ძალადობდნენ.

რამაზ ბეღელური ცხინვალის ციხიდან 1 აპრილს  გაათავისუფლეს და დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის  2 თვის განმავლობაში იყო ტყვეობაში. ირკვევა, რომ ქართველ ტყვეს ოკუპანტები გასაღებების მძიმე ასხმით დაზიანებებს თავს არეში აყენებდნენ. ბეღელურის დედა ამბობს, რომ მის შვილს ცხინვალის იზოლიატორიდან გამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემებიც აღენიშნებოდა. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა, აცხადებს, რომ ბეღელურმა მას თავად გაუმხილა, როგორ ცდილობდა ქართული პოლიცია, დაეყოლებინა ბეღელური, ცხინვალის ციხეში წამების ფაქტი დაემალა.