კორონას საგანგაშოდ გაზრდილი მაჩვენებელი და ვაქცინების დეფიციტი - ჯანდაცვის ექსპერტები

05.05.21 11:38
კორონას საგანგაშოდ გაზრდილი მაჩვენებელი და ვაქცინების დეფიციტი - ჯანდაცვის ექსპერტები

ჯანდაცვის სფეროს  ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის საგანგაშოდ გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე მოსახლეობის ვაქცინაცია არასაკმარისად მიმდინარეობს. მაია ბუწაშვილის თქმით, დღეში რამდენიმე ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს იმისთვის, რომ მოსახლეობის 60% წლის ბოლომდე ვაქცინირებული იყოს.

ამ ეტაპზე ვაქცინების რაოდენობა, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ის, რაც პროგნოზია, რომ მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, ეს რთული მიღწევადია, დღეში რამდენიმე ათასი ადამიანი უნდა აიცრას, ფიზიკურად ჯერ ამდენი ვაქცინაც არ არის. თუ პირობა შესრულდება და ივნისში მილიონზე მეტი დოზა შემოვა ,მაშინ უფრო რეალისტური გახდება ეს ამოცანა", - ამბობს მაია ბუწაშვილი. 

ჯანდაცვის ექსპერტი, ვახტანგ კალოიანი, მიიჩნევს, რომ მთავრი პრობლემა ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტია.  

 მთავარი გამოწვევა არის ვაქცინების დეფიციტი, რაც ჩვენ რეალურად გვაქვს. იმ ტემპით მივდივართ, რა რაოდენობის ვაქცინებიც გვაქვს. იმ ვაქცინებზეც კი, რომელზეც ქვეყანაში ყველა მოქალაქეს არ აქვს ხელმისაწვდომობა, პარადოქსული ვითარება გვაქვს. გვაქვს ვაქცინები, რომელზეც არ იცრებიან და გვყავს ძალიან დიდი ჯგუფი, რომელსაც უნდა აცრა და ვერ იცრება", - ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  2171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  24 კოვიდინფიცირებული  კი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი  7,85%-ია, ბოლო 7 დღის -  6,27%-ია.