ივერი მელაშვილი გარეჯში არ უნდა მოსულიყო - მამა კირიონი

05.05.21 13:39
ივერი მელაშვილი გარეჯში არ უნდა მოსულიყო - მამა კირიონი

რა თავდასხმას ჰქონდა ადგილი? რა სისულელეა?! - დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა კირიონი, კარტოგრაფ ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტს უარყოფს. მამა კირიონი ტვ პირველთან აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ მცირედ ინციდენტს, როცა ერთ-ერთმა ბერმა მელაშვილს ხელი ჰკრა.

 კაცი, რომელიც 6000 მოწამის ხსენების დღეს მოვიდა გარეჯში,  რომლის ხელმოწერამაც ზიანი მიაყენა საქართველოს ტერიტორიას, რაზეა საუბარი? რა მოხდა, რაზე უნდა მოსულიყო პატრული, მამაო მივიდა და ხელი ჰკრა, სხვა არაფერი ყოფილა - აცხადებს მამა კირიონი.

ივერი მელაშვილსა და ,,მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელები  შსს-ს ჯერ არც დაუკავებია და არც დაუკითხავს. ტვ პირველის ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილე ბერები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არიან და მოღვაწეობას განაგრძობენ.

 

 

 

 



 

მსგავსი სიახლეები