მოძალადე მღვდლები ეკლესიიდან უნდა განიკვეთონ - მამა ანდრია სარია

05.05.21 13:45
მოძალადე მღვდლები ეკლესიიდან უნდა განიკვეთონ - მამა ანდრია სარია

თავდასხმა ივერი მელაშვილსა და ,,მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე - სასულიერო პირების მიერ დავით გარეჯის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულს საპატრიარქო ამ დრომდე არ გამოხმაურებია. სწორედ საპატრიაქროს დუმილზე ამახვილებენ ყურადღებას სხვა სასულიერო პირები. მამა ანდრია სარიას თქმით,  მოციქულთა 27-ე კანონში წერია, რომ თუ სასულიერო პირი ძალადობს, თავს ესხმის ვინმეს და ფიზიკურად უსწორდება, ის ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს. სასულიერო პირის ამბობს, რომ თუ მოძალადე მღვდლები დაუსჯელები დარჩებიან, ეს სხვა სასულიერო პირებისთვის წამახალისებელი გარემოება იქნება. 

არავითარ შემთხვევაში უფლება არ აქვს სასულიერო პირს, იძალადოს, თავს დაესხას, სცემოს. პირიქით, ჩვენ მტერიც უნდა გვიყვარდესო, ვამბობთ, ისინი ახალისებენ ამ გარტყმებს მარჯვნიდანაც, მარცხნიდანაც, ფეხებქვეშ და შუაშიც, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და თუ ამას არ შეწყვეტს საპატრიარქო, დღეს შეიძლება, წახალისებული იყოს პოლიტიკურადაც. მე ამოვიცანი ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ სასულიერო პირებს შორის, რა დონის ემოციაც არ უნდა მოჭარბდეს ადამიანში, ეს არის ძალადობა და მოციქულთა 27-ე კანონით ეს არის განკვეთა,  - ამბობს მამა ანდრია სარია. 
 

ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობის მორიგი ფაქტი დავით გარეჯის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. ნასვამმა  სასულიერო პირებმა ფიზიკური დაზიანებები  ,,მთავარი არხის" ჟურნალისტებს და  კარტოგრაფს დავით გარეჯის ტერიტორიაზე მიაყენეს.