სასტიკი დანაშაული საფრანგეთში - საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს

01.02.23 12:11
სასტიკი დანაშაული საფრანგეთში - საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს, ირკვევა, რომ 30 წლის ელბრუსი გარაჯაევს ოჯახი 2022 წლის აპრილშიდან ეძებდა. 

პოლიციამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი 10 თვიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ, ლუარა-ატლანტიკის მანქანების ნაგავსაყრელზე 25 იანვარს აღმოაჩინა. 

ფრანგული მედიის ცნობით, მსხვერპლი ჩააგდეს ორმოში, რომელიც დაფარული იყო ბეტონის ფილებით.

პოლიციამ სასტიკი დანაშაულის ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავა. ეჭვმიტანილთა შორის სამი ფრანგი, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთი ქართველი ეროვნების ახალგაზრდაა. პოლიცია სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავება.

ირკვევა, რომ ელბრუსი გარაჯაევი საფრანგეთში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ორი წლის წინ ჩავიდა და თავშესაფართა მაძიებელთა სიაში ჩაეწერა. 

 

მსგავსი სიახლეები