დაგეგმილი პროვოკაცია - ვოლსკი ივერი მელაშვილზე

05.05.21 14:19
დაგეგმილი პროვოკაცია  - ვოლსკი ივერი მელაშვილზე

მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე არის დაგეგმილი პროვოკაცია - ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი ხალხმრავალ ადგილებზე არ უნდა ჩნდებოდეს.

ადამიანზე ზეწოლა, მით უმეტეს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, არის მიუღებელი და კანონის დარღვევაა, ისევე როგორც ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, სავაჭრო ცენტრში, ან  კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად, აი ამ შემთხვევაშიც დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, ეს სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ზომები მივიღოთ და მეორეს მხრივ, მოხდეს ეკლესიის დისკრედიტაცია - აცხადებს ტვ პირველთან გია ვოლსკი.

ივერი მელაშვილსა და ,,მთავარი არხის " გადამღებ ჯგუფს გუშინ დავით გარეჯში აგრესიულად განწყობილი სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს ინციდენტში ბრალდებული პირები ამ დრომდე არ დაუკითხავს. 

მსგავსი სიახლეები