დავით გარეჯის ინციდენტი - საგარეჯოს პოლიციამ სასულიერო პირების გამოკითხვა დაიწყო

05.05.21 15:38
დავით გარეჯის ინციდენტი - საგარეჯოს პოლიციამ სასულიერო პირების გამოკითხვა დაიწყო

ტვ პირველის ინფორმაციით, დავით გარეჯში მომხდარ ფაქტზე საგარეჯოს პოლიციაში სასულიერო პირების გამოკითხვა დაიწყო.  

სოფელ უდაბნოს რწმუნებული, რომელიც კონფლიქტში ფიგურირებდა, ჟურნალისტებთან დღეს არ გამოჩენილა. მისი მეუღლე კი აცხადებს, რომ რომ არა ალექსანდრე იოსელიანი, სიტუაცია გარეჯში კიდევ უფრო დაიძაბებოდა.

ეს არის პროვოცირება სუფთა წყლის იმიტომ, რომ კაცი, რომელიც აღიზიანებს დავით გარეჯს და იქ მყოფ ბერებს, მოგყავთ იქ და ძალით ახდენთ პროვოცირებას. ადამიანები ვართ და ემოციების შეკავება ძალიან ძნელია. ალექსი რომ არ ყოფილიყო იქ, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? მაგის წყალობაა, რომ სიტუაცია იმაზე მეტად არ დაიძაბა, რაც იყო. - აცხადებს ალექსანდრე იოსელიანის მეუღლე.

ძალადობაში დადანაშაულებული სასულიერო პირები  და ,,ქართული ოცნების" მხადამჭერები გომელაურის უწყებას ისევ არ დაუკავებია.