"თავებს წაგაჭრით" - სოფელ უდაბნოში ,,ფორმულას" გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ

05.05.21 15:32
"თავებს წაგაჭრით" - სოფელ უდაბნოში ,,ფორმულას" გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, სადაც გუშინ ,,მთავარი არხის" ჟურნალისტსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ, "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს აგრესიით დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი ადგილობრივი  ჟურნალისტს დაუპირისპირდა, რომელიც გუშინ მომხდარზე გასაუბრების მიზნით, საგარეჯოს მერის წარმომადგენლის, ალექსანდრე იოსელიანის, მისამართის გაგებას ცდილობდა.

წადით აქედან, სანამ კარგად ხართ, სოფელში არ გამოჩნდეთ! იმ მოღალატეს [ივერი მელაშვილს] თუ დასდევთ, დავით გარეჯზე ვინც ის თქვა... იმის... არაფრის გარკვევა არ გვინდა ჩვენ, თქვენი ტელევიზიებია ის, ,,ფორმულა" და ისინი, აჭრელებული რომ გაქვთ... წადით ამ სოფლიდან, თორემ თავებს წაგაჭრით", - მიმართა ადგილობრივმა ,,ფორმულას" გადამღებ ჯგუფს.