სააპელაციომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

02.02.23 14:27
სააპელაციომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე  პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს  ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე  პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.

მსჯავრდებულები: აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე - დამნაშავედ იქნენ ცნობილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში და შესაბამისად, ძალაში დარჩა მათი პატიმრობის ვადები  - აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.