კასპში ადამიანის კიდურები იპოვეს
კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში ადამიანის კიდურები იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მოზაიკა ავრცელებს.
მათი ცნობით, ადამიანის კიდურები ადგილობრივებმა იპოვეს და სამართლდამცველებს შეატყობინეს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ადამიანი გარეულმა ცხოველმა შეჭამა.
„გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს“ – ამბობს მერის წარმომადგენელი ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილი.
შსს-მ გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.