არასრულწლოვანმა გოგოებმა თბილისში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია თანხა და ტანსაცმელი

02.02.23 17:09
არასრულწლოვანმა გოგოებმა თბილისში  მაღაზია გაქურდეს -  წაღებულია თანხა და ტანსაცმელი

ქურდობა დედაქალაქის ცენტრში - ავლაბარში არასრულწლოვნებმა ტანსაცმლის მაღაზია გვიან ღამით გაძარცვეს. წაღებულია თანხა და ტანსაცმელი.

ქურდობის ამსახველი მასალა ვიდეო სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, სადაც კარგად ჩანს სამივე მოზარდი, რომელთა იდენტიფიცირება სრულად შესაძლელებელია. 

სამართალდამცველები დილიდან საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, თუმცა ამ დრომდე  კვალზე ვერ გადიან.

მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით, ვიდეომტკიცებულება სამართალდამცველებს უკვე გადაუგზავნეს.

უნდა ამომეღო გასაღები, მაგრამ შევნიშნე, რომ მაღაზია ღია იყო, კარი ოდნავ იყო შეღებული. დავურეკე მენეჯერს და მან მითხრა, რომ დამელაგებინა მაღაზია. 

მერე მოვიდა საპატრულო, ვიდეკადრები მათ უკვე გადავუგზავნე - აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.

მეორე თვითმხილველი კი აცხადებს, რომ ქურდობა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა განახორციელეს.

გადავახვიეთ კამერები, სადაც კარგად ჩანს 3 პირი, ისინი აუღელვებლად შედიან მაღაზიაში, იღებენ ყველა ფულს სალაროდან, ტანსაცმელს.

როგორც გვითხრეს, ბავშთა სახლის აღსაზრდელები არიან - აცხადებს თვითმხილველი.

აქმ დროისთვის პოლიციას ქურდობაში ბრალდებული პირები დაკავებული არ ჰყავს.