სისხლიანი გარჩევა სართიჭალაში - მკვლელობის მოტივი ცნობილია

05.03.21 17:01
სისხლიანი გარჩევა სართიჭალაში - მკვლელობის მოტივი ცნობილია

 "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, სართიჭალაში მომხდარი მკვლელობის დეტალები. 19 წლის ქულუსაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 37 წლის ზურაბ სახლთხუციშვილია, რომელიც სართიჭალაში სწორედ იმ ადგილას ცხოვრობს სადაც დაპირისპირება მოხდა. ირკვევა, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგს უკავშირდება, როდესაც მოკლული მკვლელობაში ბრალდებულის ყანაში შევიდა, ჩხუბი კი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკამყოფილებას მოჰყვა. 

ქულუსაშვილი მეგობრებთან ერთად დიდი დიღმიდან სართიჭალაში ამოვიდა და მიზეზი იყო ნარკოტიკურლი საშუალების მოძებნა. ისინი ამ დროს შევიდნენ სახლთხუციშვილის ნაკვეთზე, რა დროსაც დაპირისპირება დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ქულუსაშვილი და მისი მეგობრები სახლში შეუვარდნენ სახლთხუციშვილს. მეზობლების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი თავად ქულუსაშვილს ჰქონდა, ხოლო ზურაბ სახლთხუციშვილი თავს იცავდა. 

37 წლის მამაკაცი დაკავებულია, მას ბრალს ხვალ წარუდგენენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები