მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო კლინიკამ - ნადირაძემ პენიტენციური ფინანსური ჩარიცხვების დაგიანებაში დაადანაშაულა
"ვივა მედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე პენიტენციური ფინანსური ჩარიცხვების დაგიანებაში დაადანაშაულა
"თქვენ სხვათაშორის მიგვიანებთ ჩამორიცხვებს და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო თურმე კლინიკამ და მე მთელი განყოფილება მიცდება. 1 პაციენტი წევს იქ. ერთხელ ჩამირიცხეთ ივლისში და მეორეჯერ სექტემბერში და ახლა თებერვლის თვეა, კალკულაცია გამოგზავნილი მაქვს" ,- თქვა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილსის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.