ნადირაძის რაღაც „ბჟუტური“, რომელიც მოვისმინე, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია - ხაჭაპურიძე

03.02.23 17:50
ნადირაძის რაღაც „ბჟუტური“, რომელიც მოვისმინე, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია - ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ნადირაძის დაკითხვის შემდეგ აღნიშნა, რომ ვივა მედის დირექტორმა თავადაც დაადასტურა, რომ ამ საკითხებში არაკომპეტენტურია. 

ხაჭაპურიძის შეფასებით, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა.

„ნინო ნადირაძის რაღაც „ბჟუტური“, რომელიც მე მოვისმინე, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია. მალაბსორბციასთან, კახექსიასთან, დემენციასთან, ავადმყოფობის ისტორიებთან, გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. თქვა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ, მე ვერ გავიგე, პენიტენციურ სამსახურს მოწმედ რატომ ჰყავდა გამოძახებული?!“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი სიახლეები