მუზეუმის კედელზე გაკეთებული წარწერა - ამხილა თუ არა მხატვარმა წულუკიანის რეპრესიები

05.02.23 20:21
მუზეუმის კედელზე გაკეთებული წარწერა - ამხილა თუ არა მხატვარმა წულუკიანის რეპრესიები

„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" - მუზეუმის კედელზე ერთი მხატვრის მიერ გაკეთებული წარწერა წაშალეს. ადმინისტრაციამ ხელოვანის პერრფორმანსი ვანდალიზმად მონათლა და გამოძიების დაწყება ითხოვა.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა, მოქმედებდა თუ არა მხატვარი  პოლიტიკური დღისწესრიგით,  როცა კედელზე საკუთარ  სათქმელს ტოვებდა.

გამოკითხვაზე დღეს გამოფენის კურატორი დაიბარეს.

მხატვარი  მედიასთან არ ჩნდება. ოფიციალური მიზეზი რატომ თქვა უარი სანდრო სულაბერიძემ  გამოფენაში მონაწილეობაზე და რატომ ააჭრელა იასამისფრად კედლის ნაწილი, უცნობია. სოციალურ ქსელში კი წერენ, რომ ხელოვანმა ამ აქციით სისტემის რეპრესიები  და პირადად თეა წულუკიანი ამხილა.

უფრო ვრცლად ერთი  მხატვრის პერფორმანსზე ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები