"ბოლტი", "ვოლტი" და "გლოვო" - თბილისი დღეს პროტესტმა მოიცვა

05.02.23 20:27
"ბოლტი", "ვოლტი" და "გლოვო" - თბილისი დღეს პროტესტმა მოიცვა

"ბოლტი", "ვოლტი" და "გლოვო" - თბილისი დღეს პროტესტმა მოიცვა. სამ საკურიერო კომპანიას დასაქმებულები აუმხედრდნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

დასაქმებულები ამბობენ, რომ ოჯახების რჩენა უჭირრთ რადგან ზარალზე მუშაობენ. განსაუთრებით მძიმე მდგომარეობაში ტაქსის მძღოლები არიან. ირკვევა, რომ 
"ბოლტმა" მგზავრობის საფასური მძღოლების ანაზღაურების ხარჯზე შეამცირა.

დღუს ბოლოს გაირკვა ისიც, რომ "ვოლტის" ადმინისტრაცია გაფიცულ თანამშრომლებს სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა. მუქარის შემცველი მესიჯები პროტესტის მონაწილეებს მობილურ ტელეფონებზე დაეგზავნათ. 

უფრო ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.