გაფიცვა ოზურგეთში - პურის ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

06.05.21 11:45
გაფიცვა ოზურგეთში - პურის ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

ოზურგეთში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მუშები გაიფიცნენ. პურის ფქვილის მწარმოებელი ქარხნა ამ დროისთვის გაჩერებულია. მუშები მძიმე სამუშაო პირობებსა და მინიმალურ ანაზღაურებას აპროტესტებენ. მუშები ასევე ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა მათ დამამცირებლად ეპყრობა. გაფიცულების თქმით, თუ  ხელმძღვანელობა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ქარხანაში სამუშაო პროცესს არ განაახლებენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები