50 ლარად რუსების სამსახურში - საქართველოს ათეულობით მოქალაქეს შესაძლოა, საბანკო ანგარიშები დაუხურონ
საქართველოს ათეულობით მოქალაქეს შესაძლოა, საბანკო ანგარიშები დაუხურონ.
ქართველ ახალგაზრდებს სანქციები ემუქრებათ. ის ხალხი, ვინც საკუთარ საბანკო ანგარიშებს რუსეთის მოქალაქეებზე 50 ლარად აქირავებდა, ახლა დაკვირვების ქვეშ არიან. რუსეთიდან დიდი ოდენობით თანხების გადმორიცხვამ იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ ამაზე ქართული საბანკო სექტორი უკვე ღიად ალაპარაკდა.
საბანკო ასოციაცია, რომელიც ყველა ბანკს აერთიანებს, ადასტურებს, რომ უკანოობაა რუსეთიდან გადმორიცხული ფულის განაღდება ანაზღაურების სანაცვლოდ. სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის შესახებ საზოგადოებას "შაბათის ეთერმა" ორი კვირის წინ უამბო, თუმცა მაშინ "ოცნება" ამტკიცებდა, რომ რუსების საქმიანობაში უკანონო არაფერი იყო.
ბანკების გაერთიანება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სავარაუდო დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობის გამო მათ ანგარიშებს დახურვა ემუქრებათ, რადგან ამ ტიპის საქმიანობა რისკის ქვეშ აყენებს ფიზიკური პირის პერსონალური და საბანკო მონაცემების კონფიდენციალობას, ეს კი ზრდის კომერციულ ბანკებში დაცული აქტივების მიმართ თაღლითობის შესაძლებლობას და რისკს.
დეტალები იხილეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.