უვარგისია, დაეტიოს, ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით - მეუფე იაკობი ივერი მელაშვილზე

06.05.21 12:52
უვარგისია, დაეტიოს, ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით - მეუფე იაკობი ივერი მელაშვილზე

მეუფე იაკობი ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე თავდასხმა გამოეხმაურა და კარტოგრაფს უვარგისი უწოდა.ბოდბელი მიტროპოლიტის თქმით, ივერი მელაშვილის დავით გარეჯში ჩასვლა შეგნებული პროვოკაცია იყო.

რა ვიცით რომ ეს ივერის მხრიდან შეგნებული პროვოკაცია არ იყო. ივერი გაქვს კორიდას.ისეთ პერიოდში დაიჭირეს სალაპარაკო გაუხდა ხალხს. უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს, დაეტიოს. მაგას შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ტაშს ვინც უკრავდა. ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირ-პირი მაგას არ აქვს. ახლა როგორც გინდათ ისე შეაფასეთ და ვისაც უნდა ისე შეაფასოს. ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით" - ამბობს მეუფე იაკობი. 

შეგახსენებთ,რომ 4 აპრილს ივერი მელაშვილს და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.