ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ამ დრომდე ეძებენ
საქართველოს მოქლაქის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია თურქეთში ამ დრომდე გრძელდება. სისო პაკელიანი ქალაქ გაზიანთეფში ნანგრევებშია მოყოლილი. ახლაზგრდა ქალი თურქეთში რამდენიმე წლის წინ უკიდურესი გაჭირვების გამო წავიდა. ის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, რომლიც სტიქიის შედეგად დაინგრა.
გავრცელებული ინფორმაციით, საკონსულო 9 ქართველის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობდა, აქედან 8 სამშვიდობოს არის, კონტაქტი ვერ ხერხდება მხოლოდ ერთთან.
თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები "პირველებთან" ყვებიან, რომ მიწისძვრა გასულ ღამესაც განმეორდა და მისი სიმძალვრე 6 მაგნიტუდა იყო.
8 ადამიანი იძებნებოდა საელჩოში რაც შევიდა. ტავშესაფარს თვითონ სახელმწიფო აძლევს. ჩვენ მოგვიწია სახლის დატვება და შევაფარეთ თავი და მშვიდად ვართ უფრო. ასე არიან ისინიც, მაგრამ მე-9 ქალბატონს ეძებენ, რომელიც სასტუმროში მუსაობდა დამლაგებლად. ის სასტუმრო, რა თქმა უნდა, განადგურდა და ვერ მიაკვლიეს ჯერჯერობით. ღმერთმა ქნას ცოცხალი ვიპოვოთ. იყო 6 ბალიანი მიწისძვრები წუხელის და ცუნამია მოსალოდნელიო, წყალი გადმოვიდა ზღვის მხარეს. წუხელის უკვე მომიწია სახლის დატოვება, - ამბობს საქართელოს მოქალაქე.
დამანგრეველი მიწსძვრის შედეგად მსხვრპლის რაოდენობა თურქეთში ყოველ წუთიერად იზრდება. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 8 ათასამდე ადამიანი.
თურქეთში იმყოფებიან ქართველი მაშველებიც, რომლებიც თურქ კოლეგებს ადამიანების ნანგრევებიდან ამოყვანაში ეხმარებიან.