ნომერ პირველ დამნაშავე ზუგდიდიდან 17 კილომეტრში აღმოჩნდა - სად დააკავეს ბადრი ესებუა

08.02.23 11:00
ნომერ პირველ დამნაშავე ზუგდიდიდან 17 კილომეტრში აღმოჩნდა - სად დააკავეს ბადრი ესებუა

ახალი დეტალები ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ - "პირველების" ინფორმაციით, ტერორისტად გამოცხადებული ბადრი ესებუა ჯიხაშკარში, ომიანე ჯიქიას სახლიდან აიყვანეს. 

ოჯახის ყველა წევრი, ხანდაზმული ომიანე ჯიქია და მისი შვილი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. 

ესებუა, რომელსაც ვახტანგ გომელაური ორი წლის განმავლოაბაში ქვეყნის შიგნით და გარეთ ეძებდა, ზუგდიდიდან 17 კილომეტრში აღმოჩნდა. სახლში კი სადაც ყველაზე ცნობილი დამნაშავე ცხოვრობდა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

34 წლის  ბადრი ესებუა 2 წლიანი ძებნის შემდეგ დღეს გამთენიისას დააკავეს. 

ჩხრეკის დროს პოლიციამ ბანკიდან წაღებულ ნახევარ მილიონს ვერ მიაგნო, თუმცა შსს-ს ცნობით, საბრძოლო მასალა და იარაღი ამოიღო.