ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ბადრი ესებუა იმალებოდა - ახალი დეტალები

08.02.23 11:15
ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ბადრი ესებუა იმალებოდა - ახალი დეტალები

მოვლენების ეპიცენტრი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარია -  80 წლამდე ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარედ, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

რაც შეეხება ოჯახს, სადანაც 34 წლის ბადრი ესებუა აიყვანეს, ისინი სოფელში წლებია ცხოვრობენ, თუმცა მეზობლებისთვის უცნობია, აქვთ თუ არა ჯიქიებსა და ბადრი ესებუას რაიმე სახის ნათესაური კავშირი. 

დაუდგენელია ისიც, რამდენი ხნის განმავცლობაში იყო ბანკზე თავდამსხმელი ჯიქიებთან. ოჯახის ყველა წევრი განყოფილებაშია გადაყვანილი. 

მეზობლების განცხადებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჯიქიები მათთან არ კონტაქტობდნენ. 

ესებუა, რომელსაც ვახტანგ გომელაური ორი წლის განმავლოაბაში ქვეყნის შიგნით და გარეთ ეძებდა, ზუგდიდიდან 17 კილომეტრში აღმოჩნდა. სახლში კი სადაც ყველაზე ცნობილი დამნაშავე ცხოვრობდა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

34 წლის  ბადრი ესებუა 2 წლიანი ძებნის შემდეგ დღეს გამთენიისას დააკავეს. 

 

მსგავსი სიახლეები