გელათი უნდა გადარჩეს! - "ლელოს " აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

08.02.23 12:11
გელათი უნდა გადარჩეს! - "ლელოს " აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

პარალამენეტთან  პარტია "ლელოს" ახლგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი წულუკიანის მიერ გელათის სამონატრო კომპლესში ჩატარებულ სამუშაოებს აპორტესტებენ.

ექპსერტიზის დასკვნის მიხდვით, კულტურის სამინისტროს განხორციელებული სამუშაოების გამო, ისტორიული მემკვიდრეობა განადგურების საფრთხის წინაშეა. 

"ლელოს" წევრი დეა მეტრეველი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა პარლამენტზეც ნაწილდება და აუცილებელია, საზედამხედველო ფუნქცია კულტურის კომიტეტმა აიღოს.  

   ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგაზაფხულო სესიების ფარგლებში გელათის საკითხი პირველი იყოს პარლამენტის დღისწესრიგში. სიტუაცია უმძიმესია, ამაზე მეტყველებს არაერთი დასკვნა, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში გამოქვეყნდა. სამწუხაროა, რომ დეპუტატები, ვსაუბრობ მმართველი გუნდის საპარლამენტო გუნდზე, სრულ ნდობას უცხადებდნენ კულტურის სმინისტროს და არ ინტერესდებოდნენ, რა ვითარება იყო ტაძარში, როგორ მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები და რადგანაც მათ ვერ გამონახეს დრო, თავადაც ენახათ ეს უმძიმესი ვითარება, გელათი თავად მოვიდა პარლამენტში და თვად უამბობს  უმძიმესი ფოტო-მასალით იმ მძიმე  ვითარებასა და ტკივილს, რომელიც ამ პროცესს თან ახლავს. ამიტომ მოვუწოდებთ პარალმენტს, რომ უკვე მასზეც ნაწილდება პასუხიმგებლობა იმაზე, თუ რა ხდება ტაძარში. აიღოს პასუხისმგებლობა და აიღოს საზედამხედველო  ფუნქცია კულტურის კომიტეტმა. მოიწვიონ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და მეცნიერები, რათა გადადგან ქმედითი ნაბიჯები, - დეა მეტრეველი. 

,,ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ელისო ბოლქვაძე გახდა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, არცერთი მოსმენა და ზედამხედველობა გელათთან დაკავშირებით,  კომიტეტს არ განუხორციელებია.

კულტურის კომიტეტს, ქალბატონ ბოლქვაძეს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან რაც ის გახდა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, არცერთი მოსმენა და ზედამხედველობა გელათთან დაკავშირებით, მის ფარგელბში კომიტეტს არ განუხორციელებია, თუმცა ეს არ ათავისუფლებს სხვა დეპუტატებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხისმგებობისგან გელათთან მიმართებაში, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, იმიტომ, რომ თუ წულუკიანი აშავებს, ამისთვის არსებობს პარლამენტი და მთავრობა, რომ აიღონ და გაინაწილონ პასუხისმგებლობა. რაც შეეხება თეა წულუკიანს, ახლა როდესაც გელათი გაადასარჩენია, მე არმაინტერესებს პოლიტიკლური თემები, მე მინდა რომ გელათ გადარჩეს, ისევე როგორც იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არიან შეძრწუნებულნი, ესმით გელათის ფასი. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს იდენტობა და ის, რითაც თავი მოგვაქვს მსოფლიოში, ერთ-ერთი  და უპირველესი არის გელათი და თუ ამას ვკარგავთ და დავკარგეთ უკვე ნაწილობრივ იმ სახით, რა სახითაც მივიღეთ, ეს დარჩება ისტორიას და არა ის, ვინ გადადგა და ვინ არ გადადგა, ამიტომ წულუკიანის პასუხისმგებლობა ამ დღეებში, განსაკუთრებით ჩუბინაშვილის ცენტრის უმძიმესი დასკვნის შემდეგ არის ის, რტომ დადოს სასწრაფოდ გეგმა, მაგრამ არა დახურულ კაბინეტში, გახსნას ეს პროცესი მეცნიერებისთვის, - ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები