ინფორმაცია მძღოლებისთვის - ტაქსებისთვის ძველი სისტემით ნებართვების გაცემა 20 მარტიდან შეწყდება
ინფორმაცია მძღოლებისთვის - ტაქსებისთვის ძველი სისტემით ნებართვების გაცემა 20 მარტიდან შეწყდება. ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
გასულ კვირას საზოგადოებას წარვუდგინეთ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი და დეტალურად მიმოვიხილეთ ტაქსების ბაზარზე 2018 წლიდან დღემდე არსებული ვითარება. რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებები ძალიან საინტერესო და სარგებლიანია ამ ბაზრის მონაწილე სუბიექტებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება.ამ სიახლესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, მუნიციპალიტეტი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას: გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და სრულ მზადყოფნაში არიან, რომ დაეხმარონ და კონსულტაცია გაუწიონ ყველა დაინტერესებულ პირს; შეიქმნა ვიდეოგზამკვლევი და საინფორმაციო ბროშურა; მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge/, სადაც ასევე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია ტაქსის ნებართვისა და მთლიანად რეფორმის შესახებ,- აღნიშულია განცხადებაში.
მანვე განმარტა, რომ რაც პირველ აპრილს, კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემა A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება.
ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და შესაბამის უწყებებთან თანხმდება. ამის შემდეგ გაიგზავნება თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად და როგორც ვთქვით, პირველი აპრილიდან ძალაში შევა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი.კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს, კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემა A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის ტაქსების რეფორმა 2018 წელს დაიწყო და 21 000 უკატეგორიო ტაქსის ნებართვა გაიცა.