თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი საქართველოს ორი მოქალაქე ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ - ელჩი
თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, ამ დრომდე ვერ ხერხდება ნანგრევებში მოყოლილი საქართველოს ორი მოქალაქის პოვნა.
მისივე თქმით, გუშინ ღამის განმავლობაში ნანგრევებში საქართველოს 6 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობდა, რომელთაგან 4 ამოიყვანეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ.
„გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა ზარები. ვიპოვეთ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე. ღამისთვის, პრაქტიკულად, 6 მოქალაქის ძიების პროცესი მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, 4 ვიპოვეთ. ისინი გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში, ჯანმრთელად, კარგად არიან. ჩვენი 2 მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.