თურქეთში, ნანგრევებში საქართველოს 3 მოქალაქეს ეძებენ - რა ვითარება სტიქიის ზონაში
48 წლის სისო პაკელიანის გარდა, მაშველები თურქეთში საქართველოს კიდევ 2 მოქალაქეს ეძებენ. მათთან კონტაქტი ამ დრომდე გაწყვეტილია.
სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ სტიქიის მასშტაბების გამო მაშველები ყველგან მისვლას ვერ ახერხებენ, ამიტომ რიგითი მოქალაქეები ერთმანეთის გადარჩენას ცდილობენ.
რთული ვითარებაა თურქეთის საავადმყოფოებშიც. ადგილზე მყოფი ქართელები ყვებიან, რომ კლინიკებში წამალი და წყალი არ არის, ამიტომ იქ მისულ მოქალაქეებს, ხშირად, ექიმები სამედიცინო დახმარებას საერთოდ ვერ უწევენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ადამიანებს ფიზიკური დახმარების გარდა ფსიქოლოგიური დახმარებაც ესაჭიროებათ.
ყველა, ოჯახის წევრები ერთმანეთს ეხმარებიან, ერთმანეთის გადარჩენას დილობენ, თორემ ისე, რომ სამაშველო სამსახური ან ადრე იყო და მინახია, ან პოლიციას გააგზავნიან, ან სამხედრო გააგზავნიან,ა სეთი რაღაცა არ ხდება, ყველაფერი გასწორებულია მიწასთან. საავადმყოფოები არ არის, არაფერი არ არის. საავადმყოფოებში ისეთი ვითარებაა, არც წამალია, არც არაფერი. აქედან მაშველი წავიდა, მაგრამ ვერ ეხმარებიან ფიზიკურად, წამალი არ არის, წყალი არაა, დენი არაა. განადგურებულია ყველაფერი. ხალხი ცდილობს ერთმანეთ დაეხმარონ. მე ვინც დამასაქმა წლების წინ ქალბატონმა, დამიმკავშირდა გუშინ და მითხრა, რომ რომელიღაც ქალაქში ერთი ქართველი ცდილბდა მესამე სართულიდან გადმოხტომას, პატრონმა გადაარჩინა. თავის გადარცენას ცდილობდა, - ამბობს საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს ელჩი თურქეთში იუწყება, რომ ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.ისინი, ვინც საელჩოს დაუკავშირდნენ, ყველა ან სამედიცინო პუნქტში ან თავშესაფარშია გადაყვანილი. მისი თქმით, ამ დრომდე გრძელდება საქართველოს დაკარგული მოქალაქეების ძებნაც.