ბადრი ესებუა ოკუპირებულ გაგიდაში ომიანე ჯიქიას შვილის სახლში ცხოვრობდა?! - რა ვესრიები ვრცელდება ჯიხაშკარში?

08.02.23 13:10
ბადრი ესებუა ოკუპირებულ გაგიდაში ომიანე ჯიქიას შვილის სახლში ცხოვრობდა?! - რა ვესრიები ვრცელდება ჯიხაშკარში?

რატომ აფარებდა თავს ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლს და ჰქონდა თუ არა მას მასპინძელთან ნათესაური კავშირი? - ამ კითხვას 80 წლის მასპინძელმა უნდა გასცეს. 

ხანდაძმული კაცი, ცოლთან და შვილთან ერთად ზუგდიდის სამმართველოში რამდენიმე საათია იკითხება. 

ადგილობრივები პირად საუბრებში ამობობენ, ომიანე ჯიქიას სამი შვილი ჰყავს, 20 წლის ბიჭი მშიბლებთან ერთად ცხოვრობს, ერთი ქალიშვილი ჯიხაშკარშია გათხოვილი, მეორე კი ოკუპირებულ გაგიდაში ცხოვრობს. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ოკუპირებულ აფხაზეთში, ომიანე ჯიქიას ქალიშვილთან აფარებდა ბადრი ესებუა თავს თავდაპირველად. 

"ტვ პირველმა" დღეს ის საძინებელიც გადაიღო, სადაც ბადრი ცხოვრობდა, ოთახის ერთ-ერთი კარი  ტყისკენ გადის. 

 

მსგავსი სიახლეები