მოძალადე პედაგოგი შვილებს უნდა ჩამოვაშოროთ - დაკითხვების სერია ადიგენის პოლიციაში

06.05.21 13:31
მოძალადე პედაგოგი  შვილებს უნდა ჩამოვაშოროთ - დაკითხვების სერია ადიგენის პოლიციაში

მოსწავლეების შესაძლო ჩაგვრა ადიგენის სკოლაში - 16 წლის მოზარდის დედა "პირველებთან" ამბობს, რომ მოძალადე პედაგოგი სკოლასა და მოსწავლეებს უნდა ჩამოშორდეს. 

ადგილი აქვს ბავშვების ჩაგვრას, ბავშვის მიმართ სიძულვილზე საუბრობს პედაგოგი. არ მაინტერესებს პედაგოგის ჯარიმა და ჩივილი, მინდა, სკოლას და ბავშვებს ჩამოშორდეს. დაეხსნას ჩვენ შვილებს და მისცეს მათ თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება"- ამბობს მშობელი. 

ქალი ამავე სკოლის სხვა მოსწავლეების ოჯახის წევრებსაც მიმართავს, რომ "კულისებიდან" გამოვიდნენ: 

მოვუწოდებ მშობლებს - კულისებიდან ტაშს ნუ მიკრავთ! მადლობა, რომ ჩემს გვერდით დგახართ, მაგრამ ცოტა გასწიეთ ფარდა და გამოჩნდით! 

მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს შორის შურს აღვივებს, სიძულვილს თესავს -  ამით განათლების სამინისტრო არ უნდა დაინტერესდეს?! დარწმუნებული ვარ, დაინტერესდებიან" - ამბობს მოზარდის დედა. 

ცნობისთვის, ადიგენის პოლიციამ, ტვ პირველის მიერ მომზადებული ხმაურიანი სიუჟეტის შემდეგ გამოძიება დაიწყო. უცნობია, დაიკითხა თუ არა საჯარო სკოლის პედაგოგი, მარეხი ფანჩულიძე, რომელსაც ეთნიკური შუღლის გაღვივებასა და ბულინგში ამხელენ.