ვინ ჩაუშვა ბადრი ესებუა - რას ამბობს ჯიქიების ოჯახის ახლობელი

08.02.23 17:10
ვინ ჩაუშვა ბადრი ესებუა - რას ამბობს ჯიქიების ოჯახის ახლობელი

ვინ მისცა ინფორმაცია სამართალდამცველებს ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის შესახებ - ჯიქიების ოჯახის ახლობელი ზვიად ხარჩილავას მიერ ბადრი ესებუას ჩაშვებას კატეგორიულად გამორიცხავს.

ოჯახის ახლობელი ამბობს რომ ზვიად ხარჩილავა ორი წლის წინ სულ სხვა საქმეზე დააკავეს.

ხარჩილავას რაც შეეხება ორი წლის წინ მოხდა რაღაც ინციდენტი ტელეფონთან დაკავშირებით. ბადრი ესებუას არავითარი შემხებლობა არ აქვს", - ამბობს ჯიქიების ახლობელი. 

რაც შეეხება თავად ჯიქიების ოჯახს, ახლობელი ამტკიცებს, რომ ომიანე ჯიქია ბადრი ესებუას არ მალავდა.

ომიანე არის ჩემი ძმის სიმამრი. 4 წელია მის სახლში ნამყოფი არ ვარ. ის რომ ბადრის მალავდა ომიანე , ეს სისულელეა. არ მალავდა ის მას. შემთხვევით მივიდა იქ", - ამბობს ჯიქიების ახლობელი. 

წყარო "ტვ პირველს" უყვება, რომ პოლიციას ჩვენება იმ სახლის მეპატრონის ნათესავმა მისცა რომლსაც შეირაღებული თავდამსხმელი თავს აფარებდა. 

წყარო ამტკიცებს, რომ საუბარია, ზვიად ხარჩილავაზე, რომელიც პოლიციამ რამდენიმე თვის წინ, სულ სხვა საქმეზე დააკავა. 

ადვოკატის თქმით, ესებუა გამოძიებასთან თანამშრომლობას არ გეგმავს და ყველაფერს ფარდას სასამართლო პროცესზე 20 თებერვალს სასამართლო სხდომაზე ახდის. 

აღნიშულ საქმეზე 3 მოწმეა დაკითხული. გამოძიებას კიდევ 200-მდე მოწმე ჰყავს გამოსაკითხი. 

მსგავსი სიახლეები