ვითარება საოკუპაციო რეჟიმის ციხეში - "ძალა ერთობაშია" ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

06.05.21 13:37
ვითარება საოკუპაციო რეჟიმის ციხეში - "ძალა ერთობაშია" ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ცხინვალის ციხეში აწამებენ. "ძალა ერთობაშია" ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

მოძრაობის წევრები დღეს ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რამაზ ბეღელურის ოჯახს შეხვდნენ. ბეღელური ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ოკუპანტები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ და არაადამიანურად ექცეოდნენ. 

რამაზ ბეღელური ცხინვალის ციხიდან 1 აპრილს  გაათავისუფლეს და დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის  2 თვის განმავლობაში იყო ტყვეობაში. ირკვევა, რომ ქართველ ტყვეს ოკუპანტები გასაღებების მძიმე ასხმით დაზიანებებს თავს არეში აყენებდნენ. ბეღელურის დედა ამბობს, რომ მის შვილს ცხინვალის იზოლიატორიდან გამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემებიც აღენიშნებოდა. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა, აცხადებს, რომ ბეღელურმა მას თავად გაუმხილა, როგორ ცდილობდა ქართული პოლიცია, დაეყოლებინა ბეღელური, ცხინვალის ციხეში წამების ფაქტი დაემალა.