ბადრი ესებუა თბილისში გადმოჰყავთ - ბრალდებული სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიხდის
ბადრი ესებუა თბილისში გადმოჰყავთ - 43 ადამიანის მძევლად აყვანაში ბრალდებული 34 წლის კაცი სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიხდის.
ესებუა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის ადამიანი არ არის რომელმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი წაიღო.
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ იმ დღეს სახლში იყო, ისვენებდა და გაქცევა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტელევიზიით საკუთარი გვარი მოისმინა.
ბადრი ესებუა ამტკიცებს იმასაც, რომ საქართველო არასდროს დაუტოვებია. რაც შეეხება წაღებულ თანხას, პოლიციამ მას ამ დრომდე ვერ მიაკვლია.
ბადრი ესებუას განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს. რაც შეეხება ბიძინა ესებუას (ბადრი ესებუას ძმა) როგორც იცით, ვდავობდით დაცვის მხარე, რომ დაკავებული იყო აბსოლუტურად გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე. რომ ნახა, რომ მისი ძმის საქმე, ფაქტობრივად, შურისძიება იყო მასზე და მის ოჯახზე, ხორციელდებოდა მათზე არაკანონიერი დევნა, ფაქტობრივად, ამის გამო გადაწყვიტა, რომ არ გამოსულიყო. თორემ, როგორც მითხრა, მას ჰქონდა კიდეც იმის სურვილი, რომ გამოსულიყო, ჩაბარებოდა და თავის საქმეზე ებრძოლა". - ამბობს ადვოკატი.