ან უნდა გავმართლდეთ, ან აქედან გარდაცვლილს გამოგვიტანენ - ქართველი მეზღვაურები შველას ითხოვენ
ან უნდა გავმართლდეთ, ან აქედან გარდაცვლილს გამოგვიტანენ - მადრიდის ციხეში მყოფი ქართველი მეზღვაურები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დახმარებას ითხოვენ.
საუბარია, საქართველოს 4 მოქალაქეზე, რომლებიც 2 წლის წინ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
ერთ-ერთი მეზღვაური, "პირველებთან" ამბობს, რომ დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვვთ და იმის გამო, რომ ადვოკატი არ ჰყავთ, უდანაშაულობას ვერ ამტკიცებენ.
ჩვენ ფული არ აგვიღია, არაფერ საქმეში არ ვართ, გემზე სამუშაოდ წავედით. არ გვაქვს იმის საშუალება, ადვოკატი ავიყვანოთ, რადგან ეს 30-50 ათასი ევრო ჯდება. რადგან ამის თანხა არ მაქვს, მყავს სახელმწიფო ადვოკატი, რომელიც 2 წლის განმავლობაში ჩემთან ერთხელ იყო მოსული. რა კითხვებიც გამაჩნია, მათზე არც ერთზე კონკრეტულ პასუხს ვერ მცემს.
ორი გამოსაბვალია, ან უნდა გავმართლდე და გამოვიდე, ან აქედან გარდაცვლილს გამომიტანენ. - აცხადებს მეზღვარი, ნუკრი ნუკრი გოგიტიძე.
სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებიც. ნუკრი გოგიტიძის და, ნინო გოგიტიძე, ამბობს, რომ მის ძმა და მისი მეგობრები უდანაშაულოები არიან.
აქედან ვურიცხავ ევროს ჩემს ძმას, რომ დამირეკოს. ესპანეთში საქართველოს საელჩოს რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ გავცეს. რამდენჯერმე ამანათი გავგზავნე და უკან დაგვიბრუნეს. ყურადღებას არ გვაქცევს ჩვენი ხელისუფლება, საელჩო. მხოლოდ დაპირება, მეტი არაფერი. - ამბობს ,,პირველებთან" საუბარში ნონო გოგიტიძე.
ბათუმელი მეზღვაურები თურქულ გემზე სამუშაოდ ორი წლის წინ, 2021 წლსი ზამთარში წავიდნენ, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ამავე გემის ტრიუმში სამი ტონა კოკაინი იდო, რის გამოც ეკიპაჟის ყველა წევრი ესპანეთის პოლიციამ დააკავა.
საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ არაფერი იცოდნენ ნარკოდანაშაულის შესახებ.