სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის - ბრალდებული 16 წლის ბიჭი წარსულშიც ნასამართლევია
16 წლის მოზარდი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - სკოლის მოსწავლე, რომელმაც ფონიჭალაში საფეხბურთო სტადიონთან ახლოს, საკუთარი თანატოლი დაჭრა, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
არასრულწლოვან ბრალის დადგენილებას დააახლოებით ორ საათში საკუთარი მამის და ადვოკატის თანდასწრებით გააცნობენ.
ირკვევა, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
ამ დრომდე უცნობია, რა გახდა სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რომელიც შემდგომში სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.