საქართველოს ტერიტორია არ დამიტოვებია, პერიოდულად ვიყავი აფხაზეთში - ბადრი ესებუა
საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ამტკიცებს, რომ როცა მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია.
ადვოკატი, სოსო ჯანაშია ამბობს, რომ ძებნილი ოკუპირებულ აფხაზეთში პერიოდულად გადადიოდა.
საქართველოში იყო, საქართველოს ფარგლები მას არ დაუტოვებია. ზოგადად, ისიც მითხრა, რომ იყო იქითაც -აფხაზეთში, მაგრამ ძირითადად ეს პერიოდი, როგორც მაქვს ინფორმაცია, იყო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე"- აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება ნახევარ მილიონს, რომელიც შსს-ს ცნობით 34 წლის ესებუამ ბანკიდან წაიღო, ადვოკატის თქმით, მტკიცებულებებში ფული არ არის.
ბადრი ესებუა, გუშინ, გამთენიისას ჯიხაშკარში დააკავეს.