როდის აპირებდა ჩაბარებას და რას ამბობს ის ძმის დაკავებაზე - რას ამბობს ბადრი ესებუა?
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუა ამტკიცებს, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, როცა ზუგდუდში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს, სახლში იყო და ისვენებდ.
ნომერ პირველ დამნაშავედ გამოცხადებული, 34 წლის კაცი ირწმუნება, რომ გაქცევა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტელევიზიით საკუთარი გვარი გაიგო.
ესებუას ადვოკატი, იოსებ ჯანჯღავა ამბობს, იმასაც რომ ძებნილი მთელი ამ 2 წლის განმავლობაში საქარტველოში იმყოფებოდა.
კითხვაზე, რატომ იმალებოდა, თუ დანაშაული მას არ ჩაუდენია, უფლებადამცვალი ამბობს, რომ ესებუას თქმით, "მას გაუჩნდა განცდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა".
ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განმარტებით, ეს დანაშაული არ ჩაუდენია და შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს.
ის, თუ რატომ იმალებოდა, მისი განმარტებით, ყაჩაღობიდან მეორე დღეს გაჟღერდა მისი სახელი, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და გაუჩნდა განცდა, იმის გამო, რომ თანხა იყო ბანკიდან წაღებული, შესაძლოა, ყოფილიყო დევნის ობიექტი ყველა მხრიდან, მარტო პოლიციას არ გულისხმობდა. შეიძლება ვინმეს გასჩენოდა ინტერესი და "ენადირათ" ამ პირზე"- აცხადებს უფლებადამცველი.
იოსებ ჯანჯღავა ამბობს, რომ ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა შურისძიების მსხვერპლია და მას ის დანაშაული არ ჩაუდენია, რასაც ედავებიან.
ნახა, რომ შურისძიება ხორციელდებოდა მის ოჯახზე და არაკანონიერი დევნა მასზე, ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ გამოჩენილიყო.
როგორც მაქვს ინფორმაცია, ბადრი ესებუა ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა", - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
რაც შეეხება, იარაღს, რომელიც სამართალდამცავებმა ჯიქიების ოჯახშიდან ამოიღეს, ადვოკატი ამბობს, რომ სპორტული იარაღი ნამდვილად დაკავებულს ეკუთვნის.
ჯანაშია ამბობს, რომ ის ესებუას თავდაცვისთვის სჭირდებოდა. უფლებადამცვალი აცხადებს იმასაც, რომ ტერორიზმში ბრალდებული 20 თებერვალს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნულ სხდეომას დაესწრება, რადგან "სიმართლის გარკვევა, ბადრი ესებუას ინტერესშია".
შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავეს.
საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბადრი ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბადრი ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.