მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებული 21 წლის განმავლობაში გურიაში ცხოვრობდა - 58 წლის კაცი გუშინ დააკავეს

09.02.23 12:37
მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებული 21 წლის განმავლობაში გურიაში ცხოვრობდა - 58 წლის კაცი გუშინ დააკავეს

დაკავებულია 58 წლის კაცი, რომელსაც სამართალდამცავები 21 წლის განმავლობაში ეძებდნენ - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი ოზურგეთში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითმ დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ბ. დ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი.

ირკვევა, რომ 2008 წელის წყალტუბოს სასამართლომ მის მიმართ განაჩენი გამოიტანა. იგი მსჯავრდებული იყო და იძებნებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

მსგავსი სიახლეები