ევანგელისტური ეკლესიას ქონება დაუყადაღეს - პასტორი გაჩუმების მცდელობაზე ალაპარაკდა

09.02.23 13:24
ევანგელისტური ეკლესიას ქონება დაუყადაღეს - პასტორი გაჩუმების მცდელობაზე ალაპარაკდა

ევანგელისტური ეკლესიას ქონება დაუყადაღეს - არსებობს საშიშროება, რომ სამლოცველო სახლი კი შესაძლოა საერთოდ დაკარგონ.  

საქმე ეხება სარჩელს, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს ეკლესიის პასტორის წინააღმდეგ ამერიკის მოქალაქემ შეიტანა. ბიუნგ ჩან პარკმა, საკუთარი შემოწირულობების უკან დაბრუნება ითხოვა, რომელიც ეკლესიას მშენებლობისთვის გადასცა.

ევანგლისტ მისიონერად წოდებული ამერიკის მოქალაქე საქალაქო სასამართლომ 4 სარჩელით გაამტყუნა, თუმცა სააპელაციომ ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და ევანგელისტური ეკლესიის პასტორს 90 ათასი დოლარის ამერიკის მოქალაქისთვის გადახდა მოსთხოვა. 

პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი ამ ყველაფერს მის გაჩუმების მცდელობას უკავშირებს. 

"ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც გაგვეცნო, როგორც ამერიკის მისიონერი და ჩვენი სახელით კრეფდა შესაწირებს  ამერიკისა და კორეის ეკლესიაში, სამლოცველო სახლის დასრულებისათვის, განგვიცხადა, რომ ჩვენ არ ვითვლებოდით ეკლესიად და არ გვქონდა ლეგიტიმაცია, იმიტომ, რომ სახელმწიფოსაგან არ გვქონდა ოფიციალური დოკუმენტები. სარჩელი შევიდა საქალაქო სასამართლოში. როპდესაც ჩვენ მივიღეთ ეს სარჩელი, შიგ ეწერა გაუგონარი რამ და ვერავითარი კომპრომატი რომ არ იყო მოძებნილი, დამყარებული იყო იმაზე, რომ ეკლესია არ იყო რეგისტრირებული. სამწუხაროდ, სააპელაციომ გამოიტანა სრულიად გამაოგნებელი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ თურმე უკან უნდა დავაბრუნოთ შემოწირულობები, რითაც ავაშენეთ სამლოცველო. ამ ყველაფრის უკან დგას რაღაც ძალები, შესაძლებელია ეს იყოს ხელისუფლება, რომელსაც სურს, რომ ეკლესიები და მათ შორის ჩვენც, გარკვეული კონტროლის ქვეშ მოაქციონ", - ამბობს პასტორი.

იურისტები ამბობენ, რომ ევანგელისტურ ეკლესიას კანონით აქვს უფლება, რომ იყოს არარეგისტრირებული და აპირებენ ბრძოლა ბოლომდე გააგრძელონ, რადგან მათი თქმით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკონვენციის გარკვეულ მუხლებს.

მსგავსი სიახლეები