ქართველმა მაშველმა ძაღლმა "ტინტომ" თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქე გადაარჩინა

09.02.23 14:33
ქართველმა მაშველმა ძაღლმა "ტინტომ" თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქე გადაარჩინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე განაგრძობენ.

სამაშველო ღონისძიებაში 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობითაა ჩართული. ძებნა-შველის ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები და მაშველი ძაღლები.

ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.

ამასთან,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი თუხარელი წერს, რომ ძაღლს რომელიც ფოტოზეა გამოსახული ტონტო ქვია. 

"აი ასეთია ჩვენი მაშველი-ძაღლი ტინტო. აი ზუსტად ამ წამს მითხრეს ბიჭებმა, რომ ტინტომ ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო, რომელიც უკვე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ტინტო ჩვენი გმირი ხარ"- წერს თუხარელი. 

მსგავსი სიახლეები