თურქეთში დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში ჩამოასვენეს
თურქეთში დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში ჩამოასვენეს. ინფორმაციას საქართველოს საკონსულო ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მიწისძვრის ეპიცენტრში ეძებენ საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს. სამაშველო ოპერაციები ქალაქ გაზიანტებში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურად, ვრცელდება ახალი ინფორმაციაც დაკარგულ ქართველებთან დაკავშირებით.
"ამ დროისთვის დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორ მოქალაქესთან დაკავშირებით ქ. გაზიანთეპსა და ქ. ისქანედრუნში.
საელჩო აქტიურად მუშაობს, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანის და მათი დახმარების ალტერნატიული გზების ძიებაზე.
სტიქიის ზონაში, კვლავ შეფერხებულია თავისუფალი გადაადგილება, ხოლო ავტომაგისტრალებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სტიქიის ზონის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სამაშველო ჯგუფებსა და ჰუმანიტარული დახმარების კოლონებს" - განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ.