პარლამენტის წევრები საჯაროდ აიცრნენ
პარლამენტის წევრები დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდსაწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ. ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდა.
პარლამენტის წევრების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება 4 მაისს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.