"ინანიებს ჩადენილ დანაშაულს"- თანატოლის დაჭრაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

09.02.23 15:24
"ინანიებს ჩადენილ დანაშაულს"- თანატოლის დაჭრაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

ბრალდებული სკოლის მოსწავლე დანაშაულს აღიარებს - 16 წლის მოზარდს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით,  ფონიჭალაში საკუთარი თანატოლი დაჭრა, ბრალის დადგენილება ოფიციალურად უკვე გააცნეს.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი -  მოზარდის მამა "ტვ პირველი" ამტკიცებს, რომ მისი შვილი უკომფლიქტოა. 

ადვოკატი აცხადებს, რომ მოზარდი ჩადენილს ინანიებს, მისი განცხადებით, მოზარდმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. 

15 წლის ბიჭი თანატოლმა 7 თებერვალს დაჭრა. 

მსგავსი სიახლეები