შესაძლოა, დაკარგულია იმაზე მეტი ქართველი, ვიდრე ოფიციალურად დასტურდება - ქართველი ემიგრანტი თურქეთიდან
დაკარგულია იმაზე მეტი ქართველი, ვიდრე ეს ოფიციალურად დასტურდება - ინფორმაციას "პირველებს" თურქეთში მყოფი ემიგრანტები უდასტურებენ.
მათი თქმით, საელჩოსგან ყურადღებას ვერ გრძნობენ:
როგორც ვიცი, გაზიანტებში უნდა იყოს დაკარგული ქართველები, ამასთან დაკავშირებით აქ მყოფი ქართველობა სადაც შეგვიძლია, ვრეკავთ, ვგებულობთ, თუმცა იქ ტელეფონი არ იჭერს.
ძალიან ბევრი ქართველი შესაძლოა, გადარჩენილი იყოს, მაგრამ ვერ ვუკავშირდებით.
მე ინტერნეტშიც დავწერე, ვიღაცას ეძებდნენ და ვერ იპოვეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დაიღუპა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი საელჩი დიდ ყურადღებას არ აქცევს არც დაკარგულებს, არც ცოცხლებს - აცხადებს თურქეთში სამუშაოდ მყოფი მაკო სირბილაძე.