ბადრი ესებუა ბათუმში გადაჰყავთ - დაკავებულს ბრალს უმძიმებენ

09.02.23 16:00
ბადრი ესებუა ბათუმში გადაჰყავთ - დაკავებულს ბრალს უმძიმებენ

ბანკის ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში გადაიყვანეს. 

"პირველების" ინფორმაციით, მიზეზი ის გახდა, რომ ქუთაისის დაწესებულებაში სასჯელს იხდის ბიძინა ესებუა.

ამასთან, "პირველებისთვის" ადვოკატის მიერი მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტერორიზმში ბრალდებულს ახალ ბრალს წარუდგენენ, რომელიც იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუა გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

საქმის მასალების თანახმად, ბადრი ესებუა ზუგდიდში "საქართველსო ბანკის"  ფილიალში, 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა, 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა, საბოლოდ კი ტერიტორია ნახევარი მილიონი ლარით დატოვა. 

ბადრი ესებუას მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები