რა საფრთხე ემუქრება თბილისს ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში - სპეციალისტები რისკებზე საუბრობენ
რა საფრთხე ემუქრება თბილისს ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში.
ირკვევა, რომ ქვეყანა დღემდე 1999 წლის სეისმური რუკით ხელმძღვანელობს. ბოლო 23 წლის განმავლობაში დოკუმენტი არავის განუახლებია.
სეისმური რისკის რუკა რომელიც არის 1999 წელს შემუშავებული დ აუნდა ახლდებოდეს ყოველ 5-10 წელიწადში ერთხელ. დღემდე ამ 99 წლის მონაცემით ვსარგებლობთ, სადაც არ არის შესული ძალიან დიდი მასალა შესული, რაც დაგვიგროვდა ამ ბოლო 24 წლის განმავლობაში. ეს რუკა რას გვაძლევს - ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან მოძიებული ინფორმაცია, სეისმური მონაცემი და გეოლოგიური მონაცემი, ასევე სხვა მონაცემი ჯამდება და ამა თუ იმ უბანს ენიჭება პარამეტრი, რა სიმძლავრის მიწისძვრა შეძლება მოხდეს", - ამბობს სეისმოლოგი.
თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის მაგალითზე, სპეციალისტები ახლა იმ საფრთხებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა მიწისქვეშა ბიძგებმა თბილისში გამოიწვიოს.
ეს მიწისძვრები მიწის ქვეშ ხდება ხო და ამიტომ გრუნტების კვლევა აუცილებელია. ეს გრუნტების კვლევაც კეთდება ზედაპირული, ანუ ზოგჯერ ძალიან ფორმალური ძალიან ზოგადი ხასიათი აქვს. ზოგჯერ ადგილს საერთოდ არ სტუმრობენ ხოლმე სპეციალისტები და ისე იწერება ეს დასკვნები. ეს ძალიან სამწუხაროა. მერე ამ თეორიულ დასკვნებზე და თეორიულ აბსტრაქციებზე კეთდება კონსტრუქციული ანგარიშები, რომელიც კი არის კანონის ფრაგლებში, კი სწორად რომ იყოს გათვლილი გაუძლებდა დატვირთვებს, მაგრამ ის ანგარიშები შესრულების პროცესსი, მშენებლობის პროცესში აღარ კონტროლდება", - ამბობს ურბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი ანა ბიბილეიშვილი
სპეციალისტების თქმით, დედაქალაქი სავსეა ავარიული შენობებით და უცნობია ისიც, რამდენად გამძლეა ახალი შენობები, რომელსაც ასევე მოძველებული წესებით და სეისმური რუკებით აშენებენ.
"როგორც თურქეთში 99 წლის შემდეგ აშენებული შენობები დგას და პრაქტიკულად დაზიანებები არ აქვს და მას შემდეგ აშენებული შენობები კი დაინგრა, ეს მაგალითი გასათვალისწინებელია საქართელოსთვისაც. ანუ თბილისში 92 წლამდე აშენებული შენობები ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მერე აშენებული", - ამბობს არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი.